This resolution is not supported!

პრენატალი

1 ქულა

ყოველ 10 ლარზე

კომპანიის შესახებ:

საქართველოში „პრენატალის“ მაღაზია 2009 წელს გაიხსნა და ამით, იმ 13 ქვეყანას შეუერთდა, რომელიც იტალიური ბრენდის მსოფლიო ქსელშია ჩაბმული. დღეს ეს ქსელი 437-ზე მეტ მაღაზიას აერთიანებს. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი - ორსულების, ჩვილების და 8 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. ორსულებისთვის განკუთვნილი სამოსიდან აღსანიშნავია, როგორც ყოველდღიური და გამოსასველი, ასევე ღამის თეთრეული. საორსულო პერიოდისთვის საჭირო პროდუქციის გარდა, მაღაზია „პრენატალი“ მომხმარებელს ჩვილისთვის განკუთვნილ ნივთებსაც სთავაზობს, რომელიც ძირითადად, ბუნებრივი ქსოვილისგან მზადდება. ანტიალერგიული და ბამბისგან დამზადებული სამოსი კომფორტული და ადვილად მოსახმარია. გარდა ამისა, პროდუქციას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მისი მოდური დიზიანი, რომელიც მცირე დეტალებშიც კი შესამჩნევია. „პრენატალიში“ ასევე წარმოდგენილია - “kid kind“ განყოფილება, რომელიც 2-დან 8 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ სამოსს და აქსესუარებს აერთიანებს. აქ შეგიძლიათ იხილოთ, როგორც ყოველდღიური, ასევე გამოსასვლელი იტალიური სტილის ტანსაცმელი. იტლიური ბრენდი პატარების მხიარულებასა და განვითარებაზეც ზრუნავს და მომხმარებელს სხვადასხვა ბრენდის მაღალი ხარისხის სათამაშოებს (ბრენდ cryola-ს სახატავ საშუალებებს) სთავაზობს. ტანსაცმლისა და აქსესუარების გარდა, რომელიც უშუალოდ „პრენატალის“ ბრენდის ქვეშ იწარმოება და ვრცელდება, ამავე მაღაზიაში, ბავშვის საწოლები, კომოდები, ასევე მანქანის სავარძლები და ეტლებიც არის წარმოდგენილი, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ბრენდების (PEG-PEREGO, JANE, PALI, Foppapedretti, Cam, BebeConfort, Inglesina) მიერ იწარმოება.

პროდუქცია/მომსახურება:
ტანსაცმელი, თეთრეული, კოსმეტიკური საშუალებები, ბავშვის ოთახის ავეჯი, ეტლები, მანქანის სავარძლები და სხვა აქსესუარები.

ტელეფონი: (032) 2 31 26 77
ელ. ფოსტა: [email protected]
Facebook
სამუშაო საათები: 11:00 - 20:00